2019-11-11

კონფერენცია მომავალი საჯარო სამსახური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი და საჯარო სამსახურის  ბიურო ატარებს ესეების კონკურსსა და კონფერენციას  თემაზე: ,,მომავალი საჯარო სამსახური".

ონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 16 დეკემბერი
ადგილი: თსუ I კორპ. აუდიტორია #101 
დასაწყისი: 16:00 სთ

ესეების მიღების ბოლო ვადა: 12 დეკემბერი

კონკურსში მონაწილეებმა ესსეები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: career@tsu.ge / სათაურში მიუთითეთ ესსე- მომავალი საჯარო სამსახური

საკონსულტაციო დღეები: 13 დეკემბერი  17:00 სთ. 

ესეების გამფორმების ინსტრუქცია:

თავფურცელი: უნივერსიტეტის დასახელება, თემის დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), კურსი, სახელი გვარი

ესეს სტრუქტურა და შეფასების კრიტერიუმი:

საკითხის დასმა და აქტუალურობა - 2 ქულა
არგუმენტირებული მსჯელობა - 3 ქულა
ავტორის ხედვა - 3 ქულა
გაფორმება - 2 ქულა ( წყაროების მითითება, ესსეს სტრუქტურის დაცვა, ფორმატის დაცვა)

ესეს მოცულობა: მაქსიმუმი 500 სიტყვა.  (დამოწმებული წყაროები მოცემულ რაოდენობაში არ შედის)

შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 11
დაშორება: 1,5
ფორმატი:PDF - A4


ესეებს შეაფასებს სხვადასხვა უნივერსიტეტებისგან შემდგარი ჟიური. საუკეთესო 10 ესსეს ავტორი 7 დეკემბერს მოხსენებით წარსდგება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
10 საუკეთესო ნაშრომი განთავსდება საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, რომელსაც გაეცნობიან საჯარო სამსახურები.

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
საკონსულატიო შეხვედრაზე კონკურსში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია მიიღონ ესსეს წერის სტრუქტურის, გაფორმების საკითხის დასმის და აქტუალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე