ტრენინგი - საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ნიუტონის თავისუფალი სკოლა, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ატარებს ტრენინგს - საჯარო გამოსვლის ხელოვნება.
ტრენინგის აღწერა:
საჯარო გამოსვლების ხელოვნება არის პრაქტიკული კურსი. ტრენინგი განკუთვნილია არსებული ან/და მომავალი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესება. კურსი ორიენტირებულია, როგორც მცირე, ასევე დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლებზე. პროგრამა დატვირთულია, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული აქტივობებით - მონაწილეებს მოუწევ
თ, როგორც პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა, ასევე გამოსვლების განხილვა და ანალიზი.
თემები :
• სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და მასზე მორგება, შედეგზე ორიენტირება;
• გამოსვლის დაწყების და დასრულების ტექნიკები;
• საჯარო გამოსვლის ელემენტები, სტრუქტურა, დგომა, ჟესტები და მიმიკა;
• შეკითხვების მართვა და ეფექტური ინტერაქცია;
• გამოსვლის დროს ტექნოლოგიების ან/და დამატებითი მასალების გამოყენება.
ტრენინგების ჩატარების თარიღი: 24-25 მარტი, 2018
ტრენინგის პირველი ნაწილი (დასაწყისი): შაბათი, 24 მარტი, 12:00-14:30 სთ
ყავის შესვენება: 14:30-15:30 სთ
ტრენინგის მეორე ნაწილი: შაბათი, 24 მარტი, 15:30-18:00
ტრენინგის მესამე ნაწილი: კვირა,25 მარტი, 12:00-14:30
ყავის შესვენება: 14:30-15:30 სთ
ტრენინგის მეოთხე ნაწილი (დასასრული): კვირა, 25 მარტი, 15:30 – 18:00 სთ
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!
ტრენინგს გაუძღვება ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი - გიორგი მელაძე.
სწავლების ენა - ქართული
სასწავლო მასალა - ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ტრენინგის წარმატებულად გავლის შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/CgnzolocMPkbeVcw2
« იხ. ყველა სიახლე