ბეჭდვა |/ დახურვა |
დებატების კონკურსი სტუდენტებისთვის!
ააიპ "ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი", ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს პროექტში -"ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისთვის.
დებატების თემატიკა მოიცავს შემდეგს:
** მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა;
** საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა;
** წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა;
** სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი; სურსათის უვნებლობის სისტემა.
სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს, მასტერ კლასებსა და ქოუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების გასავითარებლად.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ბიზნეს კომუნიკაცია;
** პრეზენტაციის უნარები;
** საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
** დროის მართვა და სხვა.
პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ, დარეგისტრირდით შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა - ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ICDC.ge
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
** გაიარონ მაღალი დონის ტრეინინგები, გამოიმუშავონ პრაქტიკული და სპეციფიკური უნარები და მიიღონ ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ.
** ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
** მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, აქტიური ახალგაზრდები და მათთან ერთად ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში; მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის; იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ.