ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-22

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა "1+4 პროგრამით" მოსარგებლე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

26 მარტს, 17 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, აუდიტორია 07 გაიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა  "1+4 პროგრამით" მოსარგებლე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრაზე დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია საქ ართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ პასუხები სტაჟირების პროცედურებთან დაკავშირებით (რა არის საჭირო სტაჟირებაში მონაწილეობისთვის, როგორ უნდა გაიაროთ ეს პროცედურები და ა.შ.)

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

სტაჟირების პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებები იხილეთ შემდეგ ბმულზე.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, 31 მარტამდე. 

Print

« იხ. ყველა სიახლე