2018-02-23

ახალგაზრდული იდეების კონკურსი - "შენი იდეა ღია პარლამენტისთვის".

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - "შენი იდეა ღია პარლამენტისთვის".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე სტუდენტს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ღია პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2 018 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე, "ფაბრიკას" (ეგნატე ნინოშვილის 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

საკონკურსო იდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 23 მარტი, 2018 წ.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://bit.ly/2HwkM5k

Print

« იხ. ყველა სიახლე