2020-03-19

დისტანციური (online) კონსულტაცია და კურსები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილამდე შეჩერებულია. 
სასწავლო პროცესის  და  სხვა   სტუდენტური სერვისების  უზრუნველსაყოფად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლისთვის აქტიურად მუშაობს.

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით 23 მარტიდან  კარიერის განმავითარებელ კურსებს და ტრენინგებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონული ფორმატით განახროციელებს. კურსები განთავსებული იქნება moodle-ს ან microsoft 365 პლატფორმაზე. (აღნიშნული დამოკიდებულია სტუდენტთა და კურსდმთავრებულთა ტექნიკურ მომზადებაზე) სრულად ელექტრონულად იქნება შესაძლებელი სტუდენტთა კონსულტაცია. 

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი  23 მარტიდან კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი -პარასკევი) იწყებს online კონსულტაციის პროგრამას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის zoom პლატფორმის გამოყენებით.



30 მარტიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ და სრულად  online გაიარონ 8 კვირიანი კურსი კარიერის მართვაში. 





Print

« იხ. ყველა სიახლე