19 დეკემბერს, 14:00 საათზე თსუ მე-11 კორპუსის („ბიოლოგების კორპუსი“) 421-ე აუდიტორიაში შედგება შეხვედრა აუდიტორულ კომპანია CTO-სა და მასთან არსებულ კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრთან.
კომპანია იწვევს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო კოდექსის, აუდიტის, საბანკო საქმის ტრენინგებით, პრაქტიკული კურსებითა და სტაჟირებით დაინტერესებულ სტუდენტებს.