2018-05-10

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018.

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018!

პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.geორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. 
ონლაინ დასაქმების ფორუმი უ კვე მიმდინარეობს, ხოლო ღონისძიება გაიმართება 8 ივნისს.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
• შეავსონ CV ონლაინ;
• ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
• გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
• მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი

„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“ სტარტი აიღო 1 მაისს.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisiwww.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი:
ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი

ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.
შეგახსენებთ, რომ „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) და უკვე საიტების ერთიანი სივრცე (www.cv.ge , www.doctor.ge , www.course.gewww.chefs.ge www.career.ge , www.Bankers.ge), სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.

დასაქმების პორტალი www.HR.ge ამ საკითხებზე გამართავს შეხვედრებს თსუ-ს სტუდენტებთან.

შეხვედრების გრაფიკი:
23 მაისი, ოთხშაბათი, 13:00 საათი, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდ. 206;
23 მაისი, ოთხშაბათი, 15:00 საათი, თსუ-ს პირველი კორპუსი, აუდ. 305

Print

« იხ. ყველა სიახლე