2019-05-21

დასაქმების ფორუმი თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ტარდება დასაქმების ფორუმი თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

დასაქმების ფორუმი გაიმართება 28 მაისს, სამშაბათს 11:30 - სთდან 17:00 სთ-მდე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში. მისამართი მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3

ფორუმზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რეალურ ვაკანსიებს.

დაესწრონ უცხოელი კოლეგების მიერ გამართულ ლექციებს დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ (ლექცია გაიმართება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).

ფორუმში მონაწილეობას იღებენ თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სახლი, ნიკორა, დომინო, სადაზღვევო კომპანია არდი, ჯი პი აი ჰოლდინგი, გუდვილი, კარფური, “ paul“, „palais de the” , „ yves rocher” , ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, ვენდისი, დანკინი, პსპ დაზღვევა და სხვ.

ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599-43-40-53
555-65-41-40
career@tsu.ge
cantt@sciencelib.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე