ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტი - ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში
როგორც იცით, აღნიშნული პროექტი გადაიდო ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისად გთავაზობთ განახლებულ თარიღებს.
მონაწილეებმა , რომლებმაც უკვე გამოაგზავნეთ თქვენი ესეები ან პროექტები, აუცილებელია იმეილის საშუალებით დაგვიდასტუროთ მონაწილეობა, ასევე შეგიძლიათ თქვენი ნაშრომების შეცვლა და განახლებული ვერსიის მოწოდება.
აღწერა:
პროექტის მიზანია კონკურსში მონაწილეემა პროექტის სახით წარმოადგინონ საჯარო სექტორში მმართველ პოზიციაზე დასაქმებული ქალების კარიერული განვითარების შესაძლებლობები, გამოწვევები და სირთულეების დაძლევის ინოვაციური ხედვები. პროექტის წარმოდგენის გარდა, შესაძლებელია ესეს წარმოდგენა თემაზე ,,ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში".
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის , მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდებს. პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. (ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მინიმუმ 2 მაქსიმუმ 5 წევრი).
წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• გამართული შინაარსი
ა) იდეის აქტუალურობა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
ბ) პროექტის ჯგუფის წევრების ხედვის ინოვაციურობა
გ) ხედვის პროექტის მიზანთან შესაბამისობა
დ) მიზნების და ამოცანების განსაზღვრა
• მართვა და განხორციელება
ა) პროექტის ეტაპების დროში თანმიმდევრულად წარმოდგენა
ბ) განხორციელების გზების მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობა
გ) ბიუჯეტი (არსებობის შემთხვევაში)
• მოსალოდნელი შედეგები
ა) მდგრადობა
ბ) განხორციელების მექანიზმების რეალურობა
გ) შედეგების გაზომვა
პროექტის ადმინისტრირება:
პროექტის და ესეების წარმოდგენის ვადები :08/06/2020- 18/06/2020
ასევე, პროექტებთან და ესეებთან ერთად გამოაგზავნეთ ფაილი თქვენი და თქვენი გუნდის წევრების საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ :
პროექტში მონაწილე გუნდის სახელი
•გუნდის წევრების შემადგენლობა (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სწავლების საფეხური, ელექტრონული ფოსტა, მობილური)
ესეები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge
საუკეთესო 5 პროექტის და 5 ესეს ავტორი 23 ივნისს პროექტს წარადგენს ონლაინ პლატფორმების(zoom პლატფორმა) გამოყენებით ჩატარებულ კონფერენციაზე.
თსუ-ის სტუდენტებისათვის თსუ-ის რჩეულ პროექტს რეკომენდაციას გავუწევთ უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში დაფინანსების მოპოვებაზე.
ყველა მომხსენებელს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო მომხსენებელს ან/და გუნდს დიპლომი.