ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-03

სტაჟირება თსუ-ის კანცელარიაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტრორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აცხადებს 3 კვირიანი სტაჟირების პროგრამას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

სტაჟირების პროგრამის მიზანია ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის პროცესში კანცელარიის ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა.

სტაჟირების პერიოდი: 17.02.2020 - 08.03.2020, სამუშაო დღეებში 11:00-18:00 სთ-მდე.

ფუნქციები: 

ა) 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციულ პროცესში კანცელარიის საქმიანობის მხარდაჭერა

ბ) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში სტუდენტთა ინფორმირება კანცელარიაში კორესპონდენციის ფორმების შესახებ.

გ) კორესპონდენციის შექმნაში კანცელარიაში მისული სტუდენტების დახმარება.

დ) კანცელარიაში მისული სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ზოგადი წესების შესახებ.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ბაკალავრიატის მინიმუმ მე-6 სემესტრის (მე-3 კურსელი, რომელიც შემოდგომის სემესტრში იმყოფებოდა მე-5 სემესტრში), მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის აქტიური სტატუსის სტუდენტი.

ბ) თსუ-ში აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესის მარეგულირებელი რეგულაციების ცოდნა.

გ) თსუ-ში სასწავლო პროცესის ზოგადი წესების ცოდნა.

დ) უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.


უნარები:

ა) პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
ბ) გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
გ) მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი.
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) ეფექტური კომუნიკაციის უნარი.



დაინტერესებულმა პირებმა 03.02. - 10.02. ჩათვლით CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - სტაჟირება თსუ-ის კანცელარიაში.


Print

« იხ. ყველა სიახლე