ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-29

ფესტივალი "ერის ხმა" იწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2-4 აგვისტოს  ქ.ბათუმში იმართება ქართული ტრადიციული ხელოვნების სტუდენტური ფესტივალი "ერის ხმა"
ფესტივალის  წინ უძღოდა შესარჩევი ტურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს 18 უნივერსიტეტი. ფესტივალი იმართება ქ.თბილისისა და ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
ფესტივალი "ერის ხმა" დაარსდა 2009 წელს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თაოსნობით. პირველი ფესტივალი ჩატარდა ქ.თბილისის მთაწმინდის პარკში. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის 14 უნივერსიტეტი.
პრეზენტაცია
Print

« იხ. ყველა სიახლე