ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-19

RED BULL TUM TUM PA

რედ ბულ ტუმ ტუმ პა პირველი თავისუფალი დრამინგის შეჯიბრია სტუდენტებისათვის. პროექტი ხორციელდება რედ ბულის მიერ, თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით. პროფესორებიც კი ვერ შეძლებენ თქვენს რითმს ფეხი არ ააყოლონ, როდესაც თქვენ ან თქვენი სამი კაცისგან შემდგარი ჯგუფის შემოქმედებით კომპოზიციებს მოისმენენ. კომპოზიციებს სადაც კალმები, ფანქრები, სახაზავები მაკრატლები და საშლელები ერთობლივად ხმიანობენ და ინსტრუმენტების როლს ასრულებენ! 

საუკეთესო დრამერები რომლებიც თავიანთ კომპოზიციებს მხოლოდ საკლასო საკანცელარიო ნივთების გამოყენებით შეასრულებენ, ჟიურის მიერ აირჩევიან. შეიძლება სწორედ შენი ჯგუფი აღმოჩნდეს ის გამარჯვებული საქართველოდან რომელიც რიო დე ჟანეიროში გაემგზავრება და მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას!


მაქსიმუმ სამი სტუდენტისგან შექმნილ ჯგუფებს, შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ საკლასო საკანცელარიო ნივთები მათი შემოქმედებითი კომპოზიციების შესასრულებლად. 

შესაძლო ინსტრუმენტებია: კალმები, ფანქრები, წიგნები, ჩანთები, მაკრატლები, საშლელები ან რედ ბულის ქილები. თქვენს შემოქმედებით თავისუფლებას შეზღუდვები არ აქვს - შეგიძლიათ აარჩიოთ ის რაც თქვენს კომპოზიციას უფრო მოუხდება. შესაძლოა თქვენი ბითი ლეპტოპის დახურვისას გამოწვეული ტკაცუნიც კი იყოს. 

ჩვენ არ ვიყენებთ ჩვეულებრივ დრამებს, ბონგოებს და ელქტრო ინსტრუმენტებს. მონაწილეებს ეკრძალებათ სიმღერა, ბითბოქსი, მუსიკალური ინსტრუმეტების ან ნივთების გამოყენება ჩართულ მდგომარეობაში, რომლებიც აღჭურვილია ხმის გამოსაცემი მოწყობილობებით. 

შეჯიბრების დროს ჯგუფები წარმოადგენენ 60 წამიან კომპოზიციებს: 
პირველი რაუნდი: "ქავერი": ჟიურისთან წინასწარ შეთანხმებული ჰიტი, რომლის შესასრულებლად მონაწილეებს აქვთ 60 წამი. 
მეორე რაუნდი: "ორიგინალური კომპოზიცია": ჯგუფებმა უნდა აჩვენონ თავიანთი კრეატიულობა 60 წამში. არანაირი შეზღუდვები, ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერი სტილი. სულ ერთია რას და როგორ უკრავთ თუ აუდიტორიას თქვენს რითმზე გადმორთავთ! 

თითოეული რაუნდის შემდეგ ჟიური აფასებს თქვენს შესრულებას. ორივე დავალება ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მათი რითმულობის, კრეატულობის და აუდიტორიის აქტიურობის მიხედვით. თქვენი ქულა შეიძლება ვარირებდეს 1-დან (ცუდი) 10-მდე (შესანიშნავი). მაქსიმალური შესაძლებელი ქულების რაოდენობა არის 60 (30 თითო დავალებაზე) 

ჯგუფი ყველაზე მეტი ქულით გაიმარჯვებს. გამარჯვებული ჯგუფი საქართველოდან გაემგზავრება რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ფინალზე.

რედ ბულ ტუმ ტუმ პას განრიგი საქართველოს უნივერსიტეტებში 

27 აპრილი - 11:00 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
მონაწილე უნივერსიტეტები : შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და თბილისის 
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 


16:00 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 
მონაწილე უნივერსიტეტი : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი



28 აპრილი – 15:00 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – VIII კორპუსი 
მონაწილე უნივერსიტეტები : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი 
და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 


29 აპრილი - 16:00 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
მონაწილე უნივერსიტეტები : საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და 
საქართველოს უნივერსიტეტი 


30 აპრილი – 14:00 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
მონაწილე უნივერსიტეტები : ცხრა უნივერსიტეტის თითო გამარჯვებული გუნდი 

3 მაისი - 16:00 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კავკასიის ფინალი 
მონაწილეები : 3 საუკეთესო გუნდი საქართველოდან , 3 საუკეთესო გუნდი სომხეთიდან და 3 საუკეთესო გუნდი აზერბაიჯანიდან. 
სწორედ 3 მაისს გადაწყდება ვინ გაემგზავრება მსოფლიო ფინალზე ბრაზილიაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. რეგისტრაცია შესაძლებელია http://www.redbulltumtumpa-caucasus.com/ - ზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე