ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-12-29

ბენდელას თასის ფინალი, თსუ - სეუ _ 3:2

ამა წლის 23 დეკემბერს დაიწყო "ბენდელას თასის" 21-ე გათამშება მინი ფეხბურთში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მთელი ტურნირის მსვლელობისას მხოლოდ ერთხელ დამარცხდა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან. სხვა გუნდებთან ასპარეზისას თსუ-მ შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა პირველობა და 29 დეკემბერს ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაშიც, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდთან 3:2 ანგარიშით გაიმარჯვა. თსუ-ს გუნდი "ბენდელას თასის" მფლობელი პირველად გახდა.






Print

« იხ. ყველა სიახლე