ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-29

თსუ - სპორტი

საუნივერსიტეტო ჩემპიონატების ფარგლებში რამდენიმე ტური გაიმართა დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, სადაც თსუ-ის გუნდები გამოდიოდნენ.

გოგონათა ფრენბურთის გუნდს მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური მოგება 2-0 ჩაეთვალა.
ამავე ანგარიშით გაიმარჯვა ვაჟთა გუნდმაც შავი ზღვის უნივერსიტეტთან.  

წარმატებული გამოსვლა ჰქონდა კალათბურთის გუნდს. ჩვენმა სტუდენტებმა ბათუმის საძღვაო აკადემიის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 64-46.

ფუტსალის გუნდმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჩაატარა სპორტის უნივერსიტეტთან, თუმცა მინიმალური ანგარიშთ, (1-0) მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

Print

« იხ. ყველა სიახლე