ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-12-15

საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი თსუ-ელი ათლეტები

3 დეკემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ათლეტიზმში სახელწოდებით "საქართველოს ღია ჩემპიონატი ღერძის აჭიმვასა და ამოწევაში". შეჯიბრში საქართველოს გუნდებთან ერთად მონაწილეობდნენ ირანისა და ერაყის სპორტსმენები.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ტურნირზე სრული შემადგენლობით იყო მიწვეული: 15 ათლეტი ღერძის აჭიმვაში, 15 ათლეტი ღერძის ამოწევაში.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა თსუ-ს გუნდის 9 წარმომადგენელმა და მათ პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე გუნდური ადგილი წილად ხვდა ქუთაისის გუნდს "იმერეთს", ხოლო მესამე საპრიზო ადგილი - ირანის ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს შსს-ს გუნდს.
აღსანიშნავია ის, რომ ტურნირში მონაწილე თსუ-ს ათლეტიზმის გუნდის ყველა წევრი ტურნირის პრიზიორი გახდა: მეორე ადგილზე გავიდა 11 მონაწილე, ხოლო მესამე ადგილი ერგო 10 სორტსმენს.
შემდეგი საერთაშორისო ტურნირი ათლეტიზმში 19-20 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც მიიღებენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე