ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-01

ჰიპ-ჰოპის ჯგუფი აცხადებს მიღებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა საქართველოს ჰიპ ჰოპის ფედერაციის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის თავისუფალი სტილის ცეკვების საჩვენებელი ღონისძიება გამართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს საუკეთესო მოცეკვავეებმა მიიღეს.
მოცეკვავეებმა ინდივიდუალური შოუქეისებით აჩვენეს საკუთარი შესაძლებლობები. ასევე გაიმართა "საიფერი" ყოველგვარი მსაჯობის გარეშე ანუ ეგრეთწოდებული ჯემი. სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოცეკვავეებთან შეერ თება.
აქვე გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ჰიპ-ჰოპის შემსწავლელი უფასო ჯგუფი. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს თქვენ შეგიძლიათ 18:00 სთ-დან მიბრძანდეთ მეორე კორპუსის ცეკვის დარბაზში, სადაც თქვენ შეძლებთ დაესწროთ რეპეტიციებს, შეისწავლოთ ცეკვები და სამომავლოდ - უნივერსიტეტის სახელით მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძებებსა თუ პროექტებში.
გელოდებით ყველა მსურველს   # showmeyourskillz


Print

« იხ. ყველა სიახლე