ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-11-29

სტუდენტური დღეები 2010

      სტუდენტური დღეები არის სტუდენტური ღონისძიება , რომელსაც ჰქონდა ტრადიციის სახე წლების განმავლობაში , მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს ტრადიცია დაირღვა . ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით იწყება ამ ძველი ტრადიციის აღორძინება ! ” სტუდენტური დღეები 2010” დაიწყება 2010 წლის დეკემბერში და სეზონურ სახეს მიიღებს .

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება თსუ - ყველა სტუდენტს , რადგან ჟანრი არ იქნება შეზღუდული . მართალია , ” სტუდენტური დღეები 2010” მოიცავს მხოლოდ კულტურის განხრას , მაგრამ შემდეგი სეზონის სტუდენტური დღეები იქნება გამაერთიანებელი ყველა იმ სპორტული თუ კულტურული ღონისძიებისა , რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდება , ანუ იგი დაიბრუნებს იმ სახეს , რომელიც წლების წინ ჰქონდა , ამასთან ერთად იქნება გარკვეული სახის ცვლილებები და ნოვაციები , რომლებიც უფრო მეტად გაალამაზებენ და გაამრავალფეროვნებენ სტუდენტურ დღეებს


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ 

http://www.facebook.com/pages/studenturi-dgheebi-2010-Students-Days-2010/114074485326533?ref=ts

Print

« იხ. ყველა სიახლე