ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-08-06

გამოშვება 2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2014 წლის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ მიულოცეს. ღონისძიებაზე ბაკალავრიატის 18 წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ღონისძიების დასასრულს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის „თსუ არტის“ და მარიკო ებრალიძის კონცერტი გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე