ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-19

ფუტსალის გუნდი ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თსუ-ის ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ჩვენმა სტუდენტებმა, დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს, ანგარიშით 5-0 და გათამაშების ცხრილის ლიდერის რანგში გავიდნენ შემდგომ ეტაპზე.
ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც თსუ-სთან დამარცხების მიუხედავად, მეოთხე ადგილზე გავიდა და შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.  
შეხვედრა 24 ივნისს, ახალი სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.

Print

« იხ. ყველა სიახლე