ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-17

City Game - TSU

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი 25 და 26 მაისს გეგმავს თამაშის "City Game" მოწყობას, თსუ-100 საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.
City Game არის თამაში, რომლის დროსაც თქვენ მოგიწევთ გამოავლინოთ არა მარტო თქვენი ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური შესაძლებლობებიც!
ეს არის 2 დღიანი თავგადასავალი, რომელშიც მონაწილეობის საშუალება აქვს თსუ-ის ყველა სტუდენტს!
დააკომპლექტეთ 5 კაციანი გუნდი თქვენი ფაკულტეტის სტუდენტებისგან;
გაიარეთ რეგისტრაცია და დაელოდეთ თამაშის დაწყებას!
თამაშის ინსტრუქტაჟი ჩატარდება 24 მაისს თსუ-ის პირველ კორპუსში, 301 აუდიტორიაში. 18:00 საათზე!
გუნდი, რომელიც არ გამოცხადდება ინსტრუქტაჟზე - ვერ მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში!

რეგისტრაციისთვის თქვენ გჭირდებათ:
სტუდენტის ცნობა
პირადობის მოწმობის ასლი
---------------------------------------
რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ს I კორპუსში, 
ოთახი N328
კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე