ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-15

თსუ–მ ყარსის სტუდენტური საზაფხული ზეიმის ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შედეგად დაკავშირებულ სამ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქ. ყარსში, თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტში, ა/წლის 9-13ივნისს, ჩატარდა  სტუდენტური საზაფხულო ზეიმი.

მონაწილოებდა  5  უნივერსიტეტი: თბილისის სახელმწიფო, ბაქოს,  ყარსის,  ნახიჩევანის და ახალციხის უნივერსიტეტები.  ღონისძიება მოიცავდა სპორტული შეჯიბრებების სხვადასხვა სახეობებს:  მ/ჩოგბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ჭადრაკი და მინი–ფეხბურთი.

თსუ-ს  გუნდებმა  ექვსივე  სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და პირველობა არავის დაუთმეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე