ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-21

თსუ-ჰიუნდაი - არენა 76

19 მარტს გაიმართა ა-ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა სადაც "თსუ-ჰიუნდაიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "არენა-76"
მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა დათმო, თუმცა, გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც თსუელებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ მეოთხე მეოთხედში მოწინააღმდეგემ უპირატესობის მოპოვება ვეღარ შეძლო.
"თსუ-ჰიუნდაის" ლიდერი, ამერიკელი გამთამაშებელი კრის ანდერსონი ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო თავის გუნდში 18 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პას ით.

ჩვენი გუნდი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

შემდეგ შეხვედრას "თსუ-ჰიუნდაი" 24 მარტს, 18:00 საათზე მარნეულის "დელტასთან" გამართავს


იხ. ბმული

Print

« იხ. ყველა სიახლე