18- 23 იანვარს რუსთავის კალთბურთის დარბაზში გაიმართა ქორქია-საკანდელიძის მემორიალი. მონაწილეობდა 8 გუნდი.
თსუ-მ ფინალურ შეხვედრაში სოხუმი
102-86 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მემორიალი მეხუთედ გაიმართა და თსუ-მ პირველად ისტორიაში შეძლო პირველი ადგილის დაკავება.
თასის საუკეთესო მოთამაშეებად თსუ-ს კალთბურთელი ილია ლონდარიზე და გიორგი გაფრინდაშვილი დასახელდნენ.