29 მაისს დასრულდა ფუტსალის სტუდენტური ლიგა, რომელიც ტარდებოდა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედრაციის მიერ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების მიუხედავად, მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. ჩვენი გუნდი შესვენების შემდეგ შეუდგება მომდევნო სეზონისთვის მზადებას.
ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა.
ვულოცავთ სეუ-ს დამსახურებულ ჩემპიონობას!