ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-16

თსუ-ს წარმატებები "Powerlifting"

4 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე ფინეთში, ქალაქ ტამპერეში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი "Powerlifting"-ში, სადაც 27 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ამ ჩემპიონატში თსუ-ს გუნდი წარსდგა საქართველოს სახელით. თსუ-ს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა 11 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით.
1. ზურაბ ჭავჭანიძე 125 კგ. წონითი კატეგორია ვეტერანები (მონაწილე, მწვრთნელი). 4 ოქროს მედალი: ძალისმიერ ორჭიდი, ძალისმიერი სამჭიდი, წოლჭიმი და ამოწევა.
2. ზურაბ თავართქილაძე100 კგ. წონითი კატ ეგორია. 2 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი და ამოწევა.
3. დავით ჩითინაშვილი 90 კგ. წონითი კატეგორია. მოიპოვა 3 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი, წოლჭიმი და ამოწევა.
4. გიორგი დავითაშვილი 125 კგ. წონითი კატეგორია. 2 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი და ძალიერმიერი ამოწევა. მოიპოვა ვერცხლი წოლჭიმში და ბრინჯაო ძალისმიერ სამჭიდში.
5. ავთანდილ ხელაშვილი 90 კგ. წონითი კატეგორია. მოიპოვა ვერცხლი ძალისმიერ სამჭიდში და ბრინჯაო - წოლჭიმში.

ვულოცავთ ბიჭებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!


Print

« იხ. ყველა სიახლე