ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-27

სტუდენტური დღეები 2015

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დაიწყო სტუდენტური პროექტი "სტუდენტური დღეები 2015", რომელშიც საქართველოს 50 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.  
23 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, "სტუდენტური დღეები 2015-ის" იუმორისტული დადგმის პირველი ტურის საკონკურსო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა თსუ-ის "მან-სან-კანის" ნაკრები გუნდი.  
თსუ გადავიდა მეორე ტურში, რომელიც გაიმართება 15 მაისს, ქალაქ რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც გამოვლინდება იუმორისტული დადგმის გამარჯვებული გუნდი.
Print

« იხ. ყველა სიახლე