ბეჭდვა |/ დახურვა |
5 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ (65-65) და შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა (82-72)
ჩემპიონატის ფინალში თამაშობენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი მოგებაა საჭირო. პირველი შეხვედრის შედეგით ლიდერობს სეუ (72-71).