ენის კურსები

თსუ კამოეში ცენტრი თსუ-ს სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას სთავაზობს ენის კურსებს.
დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ გთხოვთ იხილოთ ქვემოთ.
ენის კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში – „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ (დეტალური ინფორმაციისთვის,  გთხოვთ იხილოთ ღონისძიებები)

კურსების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ სოციალურ ქსელებში:
თსუ – კამოეშის ცენტრის ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/portugueseattsu
თსუ – კამოეშის ცენტრის ბლოგი: www.portugueseattsu.wordpress.com

კრედიტირებული კურსები
ა) ცენტრი, ყოველ წელს, თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს პორტუგალიური ენის სწავლების 4 დონეს (კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი):
 
დონე I – A1 ელემენტარული კურსი
დონე II – A2 საბაზისო კურსი
დონე III – B1 დამოუკიდებლად მუშაობა
დონე IV – B2 თავისუფლად ფლობა / C1 სრულყოფილად ცოდნა

ბ) ყოველი კურსი ფასდება 5 კრედიტის მოცულობით. სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ორი კურსი, შესაბამისად მოიპოვოს 10 კრედიტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი უცხო ენის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

გ) დონე I და III გავლა შესაძლებელია შემოდგომის სემესტრში (სექტემბრი-თებერვალი), ხოლო დონე II და IV გაზაფხულის სემესტრში (მარტი-ივნისი)

დ) კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია ესპანური დეპარტამენტის გავლით, რომლის ბაზაზეც პორტუგალიური ენა შეტანილია როგორც არჩევითი კურსი

ე) კურსზე სტუდენტების რაოდენობა: მინიმუმ 5 სტუდენტი / მაქსიმალური 18 სტუდენტი

ფ) ამჟამად ცენტრი მუშაობს, რათა პორტუგალიური ენა, როგორც არჩევითი კურსი, მისაწვდომი გახდეს თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის


კურსები ფართო საზოგადოებისთვის
ა) ცენტრი, ყოველ წელს, ფართო საზოგადოებას სთავაზობს პორტუგალიური ენის სწავლების 4 დონეს:
 
დონე I – A1.1 / A1.2 ელემენტარული კურსი
დონე II – A2.1 / A2.2 საბაზისო კურსი
დონე III – B1.1 / B1.2 დამოუკიდებლად მუშაობა
დონე IV – B2. 1 / B2.2 თავისუფლად ფლობა / C1 ენის სრულყოფილად ცოდნა

ბ) კურსები ხორციელდება თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში. სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის გამოცდებს, კურსის ბოლოს გადაეცემა თსუ - კამოეშის ენის სერთიფიკატი

გ) სრული კურსის ღირებულება არის 255 ლარი, ხოლო თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის 225 ლარი

დ) კურსზე სტუდენტების რაოდენობა: მინიმუმ 5 სტუდენტი / მაქსიმალური 18 სტუდენტი

ე) კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასაწყისში თსუ-ს უწყვეტი განათლების ვებ-გვერდზე, ან ცენტრის კოორდინატორზე (მარიეტა ჩიხლაძე marietta.chikhladze@tsu.ge) ელექტრონული წერილის გაგზავნით.


ზოგადი ინფორმაცია
ეს ინფორმაცია საერთო ორივე კურსისთვის

ა) ადგილი: თსუ - კამოეში პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203)
ბ) მასწავლებელი: სოფია კრუში (sofia.cruz@tsu.ge)
გ) კურსის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი)
დ) განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით
ე) სახელმძღვანელო: Tavares, Ana. Português XXI. Editora Lidel, Lisboa. წიგნი 1 და 2 (წიგნის ელექტრონული ვერსიას სტუდენტებს მიეწოდება პირველ შეხვედრაზე)
ვ) ენა: ევროპული და ბრაზილიური პორტუგალიური
ზ) წინასწარი პირობა: ვინაიდან სამუშაო ენა არის ინგლისური, სტუდენტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდა A2/B1 დონეზე
თ) კურსის ბოლოს მოპოვებული ენის დონე შეესაბამება 2011 წლის ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის ცოდნის საერთო ევროპულ სტანდარტებს