თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის და კულტურის ცენტრი და ბრაზილიის საელჩო საქართველოში, 10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნავს პორტუგალიური ენის კვირეულს, რომლის ფარგლებში გაიმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ზემოთაღნიშნულ პორტუგალიური ენის კვირეულზე, რომლის მთავარი ღონისძიება გაიმართება 10 ივნისს, თსუ-ს სააქტო დარბაზში, 19:00 საათზე.
პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება მოეწყობა 11 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, 19:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსი, ოთახი 101.
გთხოვთ, იხილოთ პორტუგალიური ენის კვირეულის პროგრამა.
• „ჟოზე სარამაგუ“ - 20 წლის ნობელის პრემიის აღსანიშნავი გამოფენა.
• ლონდა ჟღენტი - პორტუგალიური და ბრაზილიური სიმღერები.
• „ქეთევან დედოფლის წამების აღმწერელი XVIII საუკუნის აზულეჟუს პანო. გრასას მონასტერი, ლისაბონი.“ მარიეტა ჩიხლაძე
• „ჟოზე და პილარი“ - დოკუმენტალური ფილმი ჟოზე სარამაგუს შესახებ.
• პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება.
გელოდებით, რათა ერთად აღვნიშნოთ პორტუგალიური ენის კვირეული!