2017-02-14

პორტუგალიური ენის კურსები ფართო საზოგადოებისთვის მარტიდან [2017]

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის კურსებზე, რომელიც დაიწყება 2017 წლის მარტში:
 
დონე 1 (A1)
დონე 2 (A2)
დონე 3 (B1)
დონე 4 (B2)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიეტა ჩიხლაძეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Marietta.Chikhladze@tsu.ge და გაუგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) სახელი და გვარი სრულად (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2) ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი
3) სკანირებული პირადობის მოწმობა/პასპორტი

თითოეული კურსის განრიგი (დღე და საათი) შეირჩევა სტუდენტებთან ერთად პირველ შეხვედრაზე, პორტუგალიური ენის ცენტრში - თსუ, II კორპუსი, ოთახი 203

კურსი ხორციელდება თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად.

 ***
დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ
1. პირველი ლექცია ჩატარდება: მარტის თვეში, 2017
2. განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე; თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით (დღეები შეირჩევა პირველ შეხვედრაზე)
3. თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/ 4 საათი კვირაში)
4. ლექტორი: იზაბელ გაშპარი
5. სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7 / მაქსიმალური 15
6. სახელმღვანელო: Português XXI
7. კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: /ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9//
8. სრული კურსის ღირებულება: 255 ლარი | 225 ლარი (თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)
9. სერთიფიკატი: ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ს სერთიფიკატი
10. სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის ზემოთაღნიშნულ კურსს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდოს“ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს 2017 წლის ზაფხულში ერთთვიან სასწავლო სტიპენდიას ლისაბონში გასამგზავრებლად.
11. იმ შემთხვევაში თუ ხართ თსუ-ს სტუდენტი, პორტუგალიური ენის კურსი შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც 5 კრედიტიანი სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში სტუდენტი არ იხდის კურსის საფასურს და შესაბამისად, მას არ გადაეცემა ენის სერთიფიკატი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ შემდეგი გვერდი: /ge/government/administration/departments/foreign_relations/int_relations/camoes/4j67c6ksnu5jzmluj/

Print

« იხ. ყველა სიახლე