5 დღიანი ვიზიტის დროს ჯოზე ლუიშ პეიშოტუმ ლექციები წაიკითხა თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრში თანამედროვე პორტუგალიურ ლიტერატურაზე; პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტებთან ერთად წაიკითხა თავისი ლექსები მოძრაობის თეატრში და მონაწილეობა მიიღო „ზოესთან“ გამართულ „გალვეიშის“ კითხვის საღამოზე; ხოლო მთარგმნელთან გურანდა ფაჩულიასთან ერთად მწერალი შეხვდა ქართველ მკითხველს „გალვეიაშის“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე.
[ფოტო: ანი გურულიშვილი - თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი
ნატა ჟვანია - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა]