2017-04-26

პორტუგალიურენოვან ქვეყანათა პორტუგალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო დღე 2017

მაისის თვეში, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობამ (CPLP) აღნიშნავს პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან 2014 წელს საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი, ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 3-5 მაისს, გაიმართება კულტურულ ღონისძიებათა ციკლი.

ოთხშაბათი, 3 მაისი
19:00 |  თსუ, I კორპუსი, ოთახი 101
ფილმის ჩვენება
რომელ საათზე დაბრუნდება იგი? [ანა მუილერტი, 2015, ბრაზილია]
პორტუგალიურად, ინგლისური ტიტრებით
შესავალი სიტყვა, მარკუს ვინისიუს მორეირა მარინიო [მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბრაზილიის საელჩო საქართველოში] და მარი ლომსაძე [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი]

ხუთშაბათი, 4 მაისი
17:30 – 19:30 |  თსუ-ს სააქტო დარბაზი (თსუ, I კორპუსი)

17:30 | მისასალმებელი სიტყვა, იზაბელ გაშპარი [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორი]

    - კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე და მის პოტენციურ ურთიერთობებზე საქართველოსთან
     გიორგი შარვაშიძე, თსუ-ს რექტორი
   ქეთევან კანდელაკი, საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
     სისერო მარტინს გარსია, ბრაზილიის ელჩი საქართველოში
     კახა შარაბიძე, პორტუგალიის საპატიო კონსული საქართველოში

    - ბრაზილიის ელჩის მეუღლის, ქალბატონ მარია დე ლოს ანხელეს მარსიასის მიერ შესრულებული ბრაზილიელ კოპმოზიტორთა ნაწარმოებები:
    Villa-Lobos - Impressões Seresteiras
    Francisco Mignoni - Valsa de Esquina, nº 1
    Camargo Guarnieri - Ponteio nº 49 em dó menor

    - პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო 2015 და 2016 წლებში გამარჯვებულ სტუდენტთა პრეზენტაცია სწავლის გამოცდილებაზე ლისაბონში
    ნათია ბრეგვაძე და ანი გურულიშვილი

    - თსუ-სა და პორტუგალიის უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტთა პრეზენტაცია
    ნატა ქურხული და ბექა ხუციშვილი

პარასკევი, 5 მაისი
19:00
| თსუ, I კორპუსი, ოთახი 101
დოკუმენტური ფილმის ჩვენება
ბატუკი, როგორც ხალხის სული (ჟულიუ სილვაო ტავარეშ, 2007, კაბო-ვერდე)
პორტუგალიურად, ინგლისური ტიტრებით
შესავალი სიტყვა, იზაბელ გაშპარი [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტის დირექტორი] და ნატა ქურხული [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი]


Print

« იხ. ყველა სიახლე