ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-26

თსუ-კამოეში ინსტიტუტის პორტუგალიური ენის ცენტრი ღონისძიებაზე - ევროპული ენების დღე 2017!

ევროპის საბჭოს ინიციატივით, 2001 წლიდან, სექტემბრის თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება ევროპული ენების დღე.

2017 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებასთან დაკავშირებით, EUNIC წევრების ორგანიზებით (ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, გაერთიანება დანტე ალეგიერი) და ევროპის საელჩოების კულტურის განყოფილებათა თანამშრომლობით, 2017 წლის 24 სექტემბერს, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა ღონისძიება - ევროპული ენების დღე 2017. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები 8-დან 18 წლამდე.

თსუ - კამოეში ინსიტუტის პორტუგალიური ენის ცენტრი მადლობას უხდის თავის სტუდენტებს: ლონდა ჟღენტს და მირანდა ქავთარაძეს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.


Print

« იხ. ყველა სიახლე