2019-05-07

კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად   კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის გერმანულენოვან სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  14 მაისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი; 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე; არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ერთი რეკომენდაცია ( ინგლისურ ენაზე);
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018 წლის 9 ოქტომბერს ან 2019 წლის 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და გერმანული ენის საერთაშორისო სერტიფიკატი - მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე);
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
Print

« იხ. ყველა სიახლე