2012-12-12

საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს მუნდუსის პროექტის კოორდინატორებთან



18 დეკემბერს 15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მელიქიშვილის სახელობის აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული
პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული

ERASMUS MUNDUS-ის პროექტების

ELECTRA-სა და ALRAKIS-ის კოორდინატორებთან
აღნიშნული პროექტების ფარგლებში 2013 წლიდან განხორციელდება


გაცვლითი პროგრამები ევროპის 20 უნივერსიტეტში

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (115-ე აუდიტორია),
თსუ 1-ლი კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1

Print

« იხ. ყველა სიახლე