2016-02-15
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია) http://www.rug.nl/?lang=enკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: თეოლოგია, ფილოსოფია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, Cambridge – მინიმუმ B2 დონე)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ერთი სემესტრი (2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
« იხ. ყველა სიახლე