თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2012/2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი სწავლის უფლების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V სემესტრის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
-
CV გერმანულ ენაზე
-
სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე (5 ეგზემპლარი)
-
ერთი რეკომენდაცია ქართულ და გერმანულ ენაზე (ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო)
-
ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან ქართულ ენაზე
-
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
-
ბაკალავრიატში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
-
ინფორმაცია მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო მიმართულების არსებობის შესახებ (www.uni-potsdam.de)
-
ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4 (გთხოვთ, დააკრათ ფორმულარებს)
-
პასპორტის ასლი
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები პოტსდამის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან თვითდაფინანსებით. სტუდენტებმა უნდა დაფარონ შემდეგი ხარჯები:
-
სემესტრული ერთჯერადი გადასახადი: 210 ევრო (შედის სემესტრულ სამგზავრო ბარათი)
-
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი: 150–250 ევრო ყოველთვიურად
-
დაზღვევა: 60 ევრო ყოველთვიურად
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
კონკურსზე არ დაიშვებიან 2011/2012 სასწავლო წლის გისენის კონკურსის გამარჯვებულები!
პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული
სასწავლო მიმართულებების ჩამონათვალი
-
Allgemeine Sprachwissenschaft
-
Allgemeine und vergleichende Literaturwissenschaft
-
Betriebswirtschaftslehre
-
Biochemie
-
Biologie
-
Chemie
-
Ernährungswissenschaft
-
Erziehungswissenschaft
-
Europäische Medienwissenschaft
-
Geographie
-
Geophysik
-
Geowissenschaften
-
Germanistik
-
Geschichte
-
Informatik
-
Jüdische Studien
-
Mathematik
-
Philosophie
-
Physik
-
Politikwissenschaft
-
Psychologie
-
Rechtswissenschaft
-
Religionswissenschaften
-
Romanistik
-
Slavistik
-
Soziologie