2018-03-14
ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ტურკუს უნივერსიტეტში!
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი) .განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი სასწავლო მიმართულებებიდან (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი TOEFL ან IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; მინიმუმ B2 დონე)
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 30 მარტს 10 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
პასპორტის ასლი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 30 მარტის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
მობილობის პერიოდი:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე