2015-02-06

ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის საერთაშორისო ინტენსიური კურსი თემაზე: „Development –scenarios in Eastern Europe”

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს სამაგისტრო საფეხურის ყველა სტუდენტისათვის საერთაშორისო ინტენსიურ კურსში მონაწილეობის მისაღებად.


ინტენსიური კურსის ორგანიზატორებია:
  1. ჰელსინკის უნივერსიტეტი
  2. გროდნოს იანკა კუპალას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) და მაღალი აკადემიური მოსწრება!!!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, 1 გვერდი);
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ქართულ ენაზე).


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის  10 მარტის 18 საათი

დაინტერესებულმა სტუდენტებმა საბუთები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: lela.katsadze@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 204, ტელ: 225 02 12).

კურსის ფარგლებში ა/წ 11-16 მაისს ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს.

კრედიტების რაოდენობა: 5 ECTS (125 სთ)

შენიშვნა: გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ ის გარემოება, რომ მომავალი სემესტრული  დატვირთვა აღნიშნული კურსის ჩათვლით  არ უნდა აღემატებოდეს თქვენს უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით განსაზღვრულ ლიმიტს.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე