2020-01-20

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნივერსიტეტში!

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიეტში ( ესპანეთი)!

http://www.upv.es/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ პერსონალს

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოსლოს უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/ სტიპენდიის მინიჭება ( მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი
  • CV- ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შევსებული სამუშაო გეგმა ( ინგლისურ ენაზე; თსუ- შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან ( ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/ დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 24 იანვრის 16 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

outgoingmobility@tsu.ge!!!

სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:

7 დღე

სტიპენდია მოიცავს:

  • დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (სტიპენდია გაიცემა 2019/21 წელს დაფინანსებული პროექტიდან)
  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

  დამატებითი ინფორმაცია:

  • დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ- ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
  • გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ- ფოსტის საშუალებით.

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე