2010-01-22

საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის შესარჩევი კონკურსი სამი საერთაშორისო ციკლისათვის.

საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა, რომელიც უმაღლესი დონის ფრანგული ადმინისტრაციული საჯარო დაწესებულებაა და რომლის მისიაც მაღალი კლასის ფუნქციონირებისა და ფრანგულ ადმინისტრაციაში მოღვაწეობის დასაწყებად სტუდენტების მომზადება გახლავთ, აცხადებს შესარჩევ კონკურსს სამი საერთაშორისო ციკლისათვის: ხანგრძლივი საერთაშორისო ციკლი, საერთაშორისო მოკლევადიანი ციკლი და სახელმწიფო ადმინისტრაციის საერთაშორისო ციკლი. დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.ena.fr ან მიმართეთ საფრანგეთის საელჩოს ატაშეს სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის დარგში, ქ–ს ევა სერგოს (+995 32 98 78 23; eva.csergo@diplomatie@gouv.fr). საელჩოში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 4 თებერვალი.
Print

« იხ. ყველა სიახლე