2010-05-10

საბერძნეთის მთავრობის სტიპენდიები

საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდის (I.K.Y) სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2010-2011 სასწავლო წლისათვის

საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდმა გამოყო 90-მდე სტიპენდია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2010-2011 სასწავლო წლისათვის.

სტიპენდიები განკუთვნილი შემდეგი სახის პროგრამებზე სასწავლებლად:

  • ბაკალავრიატის შემდგომი პროგრამები (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ხოლო სამედიცინო დარგის აპლიკანტების 45 წელს)
  • მაგისტრატურა (ხანგრძლივობა 1-დან 3 წლამდე)
  • დოქტურანტურა (ხანგრძლივობა 1-დან 4 წლამდე)
  • დოქტურანტურის შემდგომი კვლევებისათვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან ერთ წლამდე)
  • დიპლომის შემდგომი განათლება შემდეგ დარგებში: ბერძნული ენა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია და ხელოვნება, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი დარგის პროფესორებისთვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან 1 წლამდე)
  • სემინარები ხელოვნების დარგის სპეციალისტებისათვის
  • საკვლევი მასალების მოძიება დოქტორის ხარისხზე მომუშავე პირებისათვის (ხანგრძლივობა 1 წელი)


სასწავლო სფეროები შეზღუდული არ არის და მოიცავს ნებისმიერ პროგრამას, რომელიც ისწავლება საბერძნეთის უნივერსიტეტებში.

აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოში საბერძნეთის საელჩოში 2010 წლის 17 მაისამდე

ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების, წარსადგენი დოკუმენტების, კონკურსის პირობების და კრიტერიუმების, სტიპენდიის ოდენობის შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართის სახით. ასევე დანართის სახით გთხოვთ იხილოთ სააპლიკაციო   და სარეკომენდაციო ფორმები: სარეკომენდაციო ფორმა; აპლიკაცია1; აპლიკაცია2; დამატებითი ინფორმაცია.

ასევე ვებ-გვერდზე: http://www.iky.gr/IKY/portal/en/default/CMSENWindow?action=2&uri=/en/foreign-scholarships/postgraduate_studies.html


Print

« იხ. ყველა სიახლე