2016-03-02

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი):
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.fh-kiel.de/

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52

რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uniroma1.it/

კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო  მიმართულება (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en

ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ინგლისური ენა, კულტურის კვლევები, ბიოლოგია, იურიდიული, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx

იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
განათლების მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
 სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  •  CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • ბაკალავრის დიპლომი
  • პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
  • ნორვეგია, ფინეთი, იტალია, ავსტრია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
  • გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

 შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

   დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 1 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):

 erasmusplus@tsu.ge

  შენიშვნა:
  • დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
  • შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!
  • გასაუბრებები კილისა და ზალცბურგის უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართება დამოუკიდებლად!
Print

« იხ. ყველა სიახლე