ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-30

ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი):

საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების  ბაკალავრიატის  მე-7 სემესტრის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების მე-3 სემესტრის სტუდენტებისა (2016-2017 გაზაფხულის სემესტრი) და აკადემიური პერსონალის  წარმომადგენლებისათვის (2016-2017 გაზაფხულის სემესტრი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) https://www.insa-rennes.fr/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 20 ოქტომბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:

აკადემიური პერსონალი: 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:

5 თვე (გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი:
14 დღე

სტიპენდია მოიცავს: 
სტუდენტები:
850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი: 
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

*2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე