2017-03-20

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ტურკუს უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი).

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი სასწავლო მიმართულებებიდან (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი, 2017 წლის 9 თებერვალი, 2017 წლის 9 მარტი (მინიმალური ქულა 71) - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი) 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)  ა/წ 4 ან 5 აპრილს 10 საათიდან 12 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
პასპორტის ასლი 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა  ა/წ 3 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი

სტიპენდიების რაოდენობა:
ფინეთი: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა: 
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში”(დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე