ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-09

ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სამაგისტრო სტიპენდია თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2015/2016 აკადემიური წლისთვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის  და ამავე მიმართულების მაგისტრატურის პირველი სემესრის სტუდენტებისათვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში   ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერებები
http://www.hiof.no/studieinformasjon/studieplaner?displayitem=2240&module=studieinfo&type=studieue&subtype=1


კონკურსზე დაიშვებიან:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 იანვრი, 16:00 საათი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მის: თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი №204)

 ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი  ხარჯების დასაფარად. (იხილეთ: http://siost.hiof.no/housing).

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: Information about Østfold University College: http://www.hiof.no/about-us/about-us?lang=eng

  Information about studying in Norway:  www.studyinnorway.no

ან/ და მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

შენიშვნა: აპლიკანტთა საბოლოო შერჩევას მოახდენს ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
სააპლიკაციო პაკეტის გაგზავნას ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში უზრუნველყოფს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!

Print

« იხ. ყველა სიახლე