2016-03-18
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებული თსუ-ს ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია)
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებული თსუ-ს ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
http://www.uclouvain.be/index.html
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული დასტური)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1.
სამი თვე (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
შენიშვნა:
- დამამთავრებელ კურსზე მყოფმა აპლიკანტებმა სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი (ფაკულტეტის მიერ გაცემული), რომელიც დაადასტურებს, რომ მათ კიდევ სჭირდებათ მინიმუმ ორი სემესტრის დამატება სადოქტორო ნაშრომის დაცვამდე.
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
- არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
« იხ. ყველა სიახლე