ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-02

ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯის სტიპენდიები

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების მიმართულების ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯში (ნორვეგია) 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2014 წლის იანვარი-მაისი) 4 თვიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამის დასახელება: „მრავალკულტურული იდენტობა მსოფლიოში“ (30 ECTS).
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

შესარჩევი კონკურსის პირობები: საერთაშორისო სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე).

ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯი გამარჯვებულ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან და უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიითა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 10 სექტემბერი
კონტაქტი: ანი ჭელიშვილი, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელ-ფოსტა: ani.chelishvili@tsu.ge; ტელეფონი: 222 56 79
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 121

Print

« იხ. ყველა სიახლე