2011-02-23
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიპოვონ ევროპის კოლეჯის მიერ 2011-2012 სასწავლო წლისათვის შემოთავაზებული სტიპენდიები ბრიუგეში (ბელგია) და ნატოლინში (პოლონეთი).
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ კურსდამთავრებულებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებიდან (ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინის ტერიტორია, სირია, ტუნისი და უკრაინა):
რა უნდა ვიცოდეთ:
-
სტიპენდია მოიცავს სასწავლო ხარჯებს, დაბინავებასა და კვებას.
-
დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები უნდა გააგზავნონ პროგრამის ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
-
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მარტი.
-
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ევროპის კოლეჯის ინტერნეტ გვერდი.
-
კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, პოტენციურ კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კოლეჯს შემდეგ მისამართებზე: info.pl@coleurope.eu ან info.admissions@coleurope.eu
« იხ. ყველა სიახლე